უკანასკნელი 6 შეხვედრიდან „ბეშიქთაშს“ მხოლოდ 2 აქვს მოგებული, გუნდმა ევროპის ლიგაზე „ბრიუგესთან“ ორივე მატჩი დათმო. ჩემპიონატში ბოლოადგილოსან „ბალიქეშირს“ ვერ მოუგო საკუთარ კედლებში და წინა ტურში წააგო პრინციპული დუელი „ფენერბაჰჩესთან“. ახლა კი „ბეშიქთაშს“ კიდევ ერთი დერბი ელოდება, შესაძლოა არა ისეთი პრესტიული, მაგრამ „ისთანბულის“ წაქცევა არც ისე ადვილია. აბდულა ავჯი თავისი მეოთხე ადგილის დაცვას შეეცდება და ალბათ ფრესაც სიამოვნებით დაყაბულდება, მაგრამ სტუმრები კონტრიერიშებზეც არ იტყვიან უარს. „ისთანბულს“ ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული და სლავენ ბილიჩის ბიჭებს გვარიანად მოუწევს ოფლისღვრა იმისთვის რომ საწადელს მიაღწიოს.
ბოლო 4 მატჩიდან „ბეშიქთაშმა“ 3 „კი“ და „მეტი“ ითამაშა. „ისთანბულს“ უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 3-ში გოლი არ გაუშვია. ამ გუნდებს შორის ზედიზედ 7 „კია“ დაფიქსირებული და აქედან 5 მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. პირველ წრეში „ბეშიქთაშმა“ 2:1 მოიგო, ხოლო იქამდე მიჯრით 5 ფრე ჰქონდათ (ქედან ერთი თასზე, როდესაც საბოლოოდ „ბეშიქთაშმა“ პენალტებში იმარჯვა. უშუალოდ ჩემპიონატის ბოლო 8 მატჩიდან 4 ფრედ დამთავრდა და კლუბებმა 2-2 მოგება გაინაწილეს.
| ბოლო 5 თამაში: Besiktas |
| 22-MAR-15 |
Fenerbahce |
1 - 0 |
Besiktas |
| 20-MAR-15 |
Besiktas |
1 - 3 |
Club Brugge |
| 15-MAR-15 |
Besiktas |
5 - 1 |
Kayseri Erciyesspor |
| 12-MAR-15 |
Club Brugge |
2 - 1 |
Besiktas |
| 08-MAR-15 |
Sivasspor |
0 - 1 |
Besiktas |
| ბოლო 5 თამაში: Istanbul BB |
| 22-MAR-15 |
Istanbul BB |
3 - 1 |
Genclerbirligi |
| 14-MAR-15 |
Galatasaray |
2 - 2 |
Istanbul BB |
| 08-MAR-15 |
Istanbul BB |
0 - 0 |
Konyaspor |
| 01-MAR-15 |
Akhisar Belediye |
0 - 2 |
Istanbul BB |
| 21-FEB-15 |
Istanbul BB |
1 - 0 |
Gaziantepspor |
| ბოლო 5 თამაში: Besiktas vs. Istanbul BB |
| 09-NOV-14 |
Istanbul BB |
1 - 2 |
Besiktas |
| 19-JAN-13 |
Besiktas |
2 - 2 |
Istanbul BB |
| 19-AUG-12 |
Istanbul BB |
1 - 1 |
Besiktas |
| 26-MAR-12 |
Istanbul BB |
2 - 2 |
Besiktas |
| 11-DEC-11 |
Besiktas |
1 - 1 |
Istanbul BB |
|