ეს გადადებული მატჩი ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან ქულები ორივე გუნდს სჭირდება და თანაც ორივე ფორმაშია. ცხადია, მონეგასკები როგორც მასპინძლები ფავორიტები არიან, მაგრამ სტუმრები საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებენ და თანაც ლუკას ბარიოსი ბრწყინვალედ გამოიყურება, პარაგვაელმა კრიზისი დაძლია, ადაპტაცია გაიარა და გოლი გოლზე გააქვს, მაგრამ თუ როგორი ძელია მონაკოელთა კარის აღება ესეც მოგვეხსენება. „მონპელიეს“ ხუთეულში მოხვედრის შანსიც კი გაუჩნდა და „ბორდოსთან“ და „სენტ ეტიეთან“ პაექრობის კარგი შანსი რომ შეინარჩუნოს, ეს შეხვედრა არ უნდა წააგოს, ხოლო თუ მოიგებს იდეალური იქნება. „მონაკოს“ კი უფრო მაღალი მიზნები აქვს, გუნდი დიდი ხანია სამეულისკენ მიისწაფვის, რომელშიდაც ადგილი გარანტირებული ეგონა, მაგრამ კონკურენტები გამოჩდნენ. ახლა კი, გამარჯვების შემთხვევაშ ქულებით „მარსელს“ გაუთანაბრდება, თანაც ჩემპიოთა ლიგაზე „იუვენტუსთან“ ჭიდილამდე კიდევ ერთი კვირა და „კაენთან“ თამაშია, ასე რომ, ძალების დაზოგვაზე ჯერ ადრეა საუბარი.
„მონპელიეს“ ბოლო 5 მატჩიდან 4-ში „კი“ და „მეტი“ დაფიქსირდა. „მონპელიე“ „მონაკოს“ ფაქტობრივად ვერასდროს უგებს, ბოლო 20 წლის მანძილზე 18 წაგება და 8 ფრე.