MENU
Marseille - Paris SG
პროგნოზი: კი | კუში: 1,70
„მარსელი“ უკეთ ათამაშდა და „ველოდრომის“ ბინადრებისთვის უდიდესი წარმატება იქნება თუ ისინი „პარი სენ ჟერმენის“ დამარცხებას შეძლებენ. ამ კლუბების დაპირისპირება უკვე საკმაო ხანია საფრანგეთში მთავარ დუელად იქცა, „კლასიკი“ ახლაც უდიდეს ინტერესს იწვევს, თანაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე. „ლიონმა“ თავისი მატჩი უკვე მოიგო და პირველ ადგილზე გადავიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ლორან ბლანის ბიჭებს ისედაც დიდი წვალებით დაბრუნებული პირველი ადგილის ისევ უკან დასაბრუნებლად მხოლოდ მოგება ეყოფათ და სჭირდებათ. „მარსელს“ კი თუ უნდა, რომ ლიონელები უფრო წინ არ გაექცეს და მდევარი „მონაკოს“ წაბორძიკებით ისარგებლოს პარიზელები უნდა წააქციოს. „კლასიკი“ ფანებს შორის დაპირისპირებებითაქც გამოირჩევა ხოლმე და სამართალდამცავებიც მობილიზებულნი არიან. საინტერესო იქნება, კლუბების საუკეთესო ბო,ბარდირების ანდრე-პიერ ჟინიაკისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაპირისპირებაც. მარსელელები დიდი ხანია „პარი სენ ჟერმენს“ ვერ უგებენ და ქულასაც კი ვერ იღებენ, ვნახოთ, შეწყვეტს თუ არა ამ სერიას მარსელო ბიელსა.

 

სტატისტიკის მოყვარულთათვის:

 

„მარსელმა“ ბოლო 7 მატჩიდან 6-ში „მეტი“ დააფიქსირა. „პარი სენ ჟერმენმა“ ზედიზედ 4 „მეტი“ და „კი“ ითამაშა, ამ 4 მატჩში 18 გოლი გავიდა. „მარსელმა“ „კლასიკი“ უკანასკნელად 2011 წელს 8 მატჩის წინ მოიგო, მას მერე 7-ჯერ დამარცხდა და ერთხელ დაუზავდა პარიზელებს.

 

დანაკლისი:

Marseille: ტრავმა: A. N'Doumbou A. Barrada N. N'Koulou დისკვალიფიკაცია: G. Imbula

Paris Saint-Germain: ტრავმა: Y. Cabaye Marquinhos S. Aurier

ბოლო 5 თამაში: Marseille
23-MAR-15 Lens 0 - 4 Marseille
16-MAR-15 Marseille 0 - 0 Lyon
06-MAR-15 Toulouse 1 - 6 Marseille
27-FEB-15 Marseille 2 - 3 Caen
23-FEB-15 St Etienne 2 - 2 Marseille
ბოლო 5 თამაში: Paris Saint-Germain
20-MAR-15 Paris Saint-Germain 3 - 1 Lorient
15-MAR-15 Bordeaux 3 - 2 Paris Saint-Germain
11-MAR-15 Chelsea 1 - 1 Paris Saint-Germain
07-MAR-15 Paris Saint-Germain 4 - 1 Lens
02-MAR-15 Monaco 0 - 0 Paris Saint-Germain
ბოლო 5 თამაში: Marseille vs. Paris Saint-Germain
10-NOV-14 Paris Saint-Germain 2 - 0 Marseille
03-MAR-14 Paris Saint-Germain 2 - 0 Marseille
06-OCT-13 Marseille 1 - 2 Paris Saint-Germain
24-FEB-13 Paris Saint-Germain 2 - 0 Marseille
07-OCT-12 Marseille 2 - 2 Paris Saint-Germain