27-ე ტურის სუპერმატჩი დორტმუნდსა და ბაიერნს შორის გაიმართება. მიიუხედავად იმისა, რომ ბაიერნისთვის ამ შეხვედრის შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ორი გერმანული მაღალი კლასის გუნდის დაპირისპირება, ნებისმიერ შემთხვევაში ყველას ინტერესს იწვევს და ტურის ცენტრალური მატჩიცაა.
დორტმუნდმა თავი დააღწია გასავარდნ ზონას და მოულოდნელად, ევროპალიგაზე მოხვედრის შანსი მიიღო - ჩამორჩენა მეექვსე ადგილთან მხოლოდ ხუთ ქულას შეადგენს. იურგენ კლოპის გუნდი უკვე შვიდი ტურია, არ მარცხდება, თუმცა ისიც გავიხსენოთ, რომ ბოლო სამ მატჩში იყო ორი ნულოვანი ფრე ჰამბურგთან და კიოლნთან და რთული გამარჯვება ჰანოვერთან. ამ მატჩში ისევ გამოჩნდა ბორუსიას დაცვის ხაზში სერიოზული ხარვეზები.
ბაიერნის წინააღმდეგ დორტმუნდის მცველებს შედარებით იოლი სამუშაო ექნებათ, რადგან ვერ ითამაშებენ არიენ რობენი და ფრანკ რიბერი. თუ რას ნიშნავს ბაიერნისთვის ეს ორი ფეხბურთელი, ამას სტატისტიკური ჩამონათვალიდან გაიგებთ. ამას დაემატა დავიდ ალაბას ტრავმაც.
ბაიერნში კვლავ სერიოზული საკადრო პრობლემებია. სამაგიეროდ, მიუნხენელებს მოტივაციის მხრივ ყველაფერი წესრიგში ექნებათ. აქ საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ პრინციპულ მეტოქეს ეთამაშებიან. პეპ გვარდიოლას გუნდმა წინა ტურში შინ გლადბახთან შეირცხვინა თავი და რეაბილიტაცია ესაჭიროება.
ეს გუნდები ამ სეზონში მესამედ შეხვდებიან ერთმანეთს. აგვისტოში დორტმუნდმა მოიგო სუპერთასი. ნოემბერში, ბუნდესლიგის პირველ წრეში 70-ე წუთამდე იგებდა "ალიანს არენაზე", მაგრამ ვერ გაძლო და 1:2 დამარცხდა.
დორტმუნდი და ბაიერნი ერთმანეთს 91-ჯერ შეხვდნენ. 23 მატჩი დორტმუნდმა მოიგო, 40 - ბაიერნმა, 28-ჯერ კი გუნდები ფრეზე გაეყარნენ ერთმანეთს.
Borussia Dortmund: შმელცერი, შაჰინი, კირხი, პიშჩეკი
Bayern Munich: ლაბა, ხავი მარტინესი, რიბერი, რობენი, პისარო
| ბოლო 5 თამაში: Borussia Dortmund |
| 21-MAR-15 |
Hannover |
2 - 3 |
Borussia Dortmund |
| 18-MAR-15 |
Borussia Dortmund |
0 - 3 |
Juventus |
| 14-MAR-15 |
Borussia Dortmund |
0 - 0 |
FC Koln |
| 07-MAR-15 |
Hamburg |
0 - 0 |
Borussia Dortmund |
| 28-FEB-15 |
Borussia Dortmund |
3 - 0 |
Schalke 04 |
| ბოლო 5 თამაში: Bayern Munich |
| 22-MAR-15 |
Bayern Munich |
0 - 2 |
Borussia M'gladbach |
| 14-MAR-15 |
Werder Bremen |
0 - 4 |
Bayern Munich |
| 11-MAR-15 |
Bayern Munich |
7 - 0 |
Shakhtar Donetsk |
| 07-MAR-15 |
Hannover |
1 - 3 |
Bayern Munich |
| 27-FEB-15 |
Bayern Munich |
4 - 1 |
FC Koln |
| ბოლო 5 თამაში:Borussia Dortmund vs. Bayern Munich |
| 01-NOV-14 |
Bayern Munich |
2 - 1 |
Borussia Dortmund |
| 12-APR-14 |
Bayern Munich |
0 - 3 |
Borussia Dortmund |
| 23-NOV-13 |
Borussia Dortmund |
0 - 3 |
Bayern Munich |
| 25-MAY-13 |
Borussia Dortmund |
1 - 2 |
Bayern Munich |
| 04-MAY-13 |
Borussia Dortmund |
1 - 1 |
Bayern Munich |
|