პრიმერას დასრულებამდე ცხრა ტური დარჩა, სიტუაცია კი ცხრილის ბოლო ნაწილში სულ უფრო და უფრო იძაბება.
ამ დროისთვის გამოკვეთილი აუტსაიდერი კორდობაა, რომელმაც 29 ტურში მხოლოდ 18 ქულის აღება მოახერხა, თუმცა სეზონის დასრულებამდე რჩება მაინც თეორიული შანსი, რომ ადგილის შენარჩუნება მოახერხოს. კორდობას უკვე რამდენიმე თვეა, ქულაც კი არ მოუპოვებია და როდის დასრულდება ეს გამოუვალი მდგომარეობა, კაცმა არ იცის.
არც დეპორტივოა უკეთეს მდგომარეობაში. ლა კორუნიელებმა ბოლო 5 ტურში ორი ქულის მოპოვება შეძლეს და 26 ქულით გასავარდნი ზონის წინ იმყოფებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი კორდობას ვერ მოუგებენ, მასპინძლები გასავარდნ ზონაში აღმოჩნდებიან.
დეპორტივო და კორდობა ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდნენ. 5 თამაში ლა კორუნიელებმა მოიგეს, 1 - კორდობამ, ორჯერ კი გუნდები ფრეზე გაეყარნენ ერთმანეთს.
Deportivo La Coruna: ლოპო, პოშტიგა, ვილკი, სალომაო
Cordoba: პინილიოსი, პანტიჩი, ლოპესი, ვიკო, ბუსონი