MENU
Sampdoria - Cesena
პროგნოზი: 1 | კუში: 1.61

                          Sampdoria

 

                           Cesena

 

„ჩეზენა“ გადარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებს და ისე ჩანს, რომ თითქოს სტუმრად ურჩევნია თამაში ვიდრე შინ. ყოველ შემთხვევაში ორი ტურის წინ „ვერონასთან“ გასვლაზე 3:0-დან 3:3 ითამაშა და ქულაც აიღო, აი 3 გოლი კი საკუთარ კედლებში გუნდმა უკანასკნელი 5 საშინაო მატჩის მანძილზე მოაგროვა. უსაფრთხო ზონასთან სხვაობა 7 ქულაა და თუ ჩეზენელები რამეს აპირებენ, სწორედ ახლა უნდა დაიწყონ მოქმედება და მკვეთრი ნაბიჯები გადადგან, თორემ უკვე ისედაც ცოტა გვიანია. სხვათა შორის, ბევრს აკრიტიკებენ კლუბის ახალგაზრდა მეკარეს ნიკოლა ლეალის, 20 წლის გოლკიპერმა ბოლო დროს ბევრი შეცდომა დაუშვაა თუმცა თანაგუნდელები და მწვრთნელი „ჩეზენაში“ იჯარის წესით მოთამაშე ნიჭიერ მეკარეს იცავენ. რაც შეეხება „სამპდორიას“, მას მერე რაც გენუელებმა ბოლო ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღეს, ჩემპიონთა ლიგის ზონას ფაქტობრივად საბოლოოდ დაუქნიეს ხელი, მაგრამ ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლა კი უნდა გააგრძელონ. სინიშა მიხაილოვიჩი, შეგირდებისგან მოგების მეტს არაფერს ითხოვს და ელის ხოლმე, მით უმეტეს აუტსაიდერებთან შეხვედრასი. „დორიაზე“ ცოტა საშინაომ არცხი მხოლოდ „იუვენტუსსა“ და „რომას“ აქვთ და „სტადიო მარასიზე“ სტატისტიკის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად მასპინძლები ყველაფერს გააკეთებენ.

 

სტატისტიკის მოყვარულთათვის:

 

„სამპდორიას“ ზედიზედ 5 „ნაკლები“ და 4 „არა“ აქვს ნათამაშები. „ჩეზენამ“ უკანასკნელი 7 შეხვედრიდან 6 „ნაკლები“ დააფიქსირა. ბოლო 15 წლის მანძილზე ეს გუნდები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ, 3 მატჩი ფრედ დასრულდა და მათ თითო მოგებები გაცვალეს, სხვათა შორის, საგარეო მოგებები, წყვილში სტუმარს ამ თამაშების მანძილზე არცერთხელ უმარჯვია.

 

დანაკლისი:

Cesena: დისკვალიფიკაცია: Carbonero

სავარაუდო შემადგენლობები:

Sampdoria: Viviano; De Silvestre, Silvestre, Romagnoli, Regini; Soriano, Palombo, Obiang; Eder, Eto’o, Muriel

Cesena: Leali; Perico, Capelli, Krajnc, Nica; Cascione, Mudingayi, Giorgi; Brienza; Defrel, Succi

ბოლო 5 თამაში: Sampdoria
12-APR-15 AC Milan 1 - 1 Sampdoria
04-APR-15 Fiorentina 2 - 0 Sampdoria
22-MAR-15 Sampdoria 1 - 0 Inter Milan
17-MAR-15 Roma 0 - 2 Sampdoria
07-MAR-15 Sampdoria 2 - 0 Cagliari
ბოლო 5 თამაში: Cesena
12-APR-15 Cesena 0 - 1 Chievo
04-APR-15 Verona 3 - 3 Cesena
22-MAR-15 Cesena 0 - 1 Roma
15-MAR-15 Inter Milan 1 - 1 Cesena
08-MAR-15 Cesena 0 - 0 Palermo
ბოლო 5 თამაში: Sampdoria vs. Cesena
23-NOV-14 Cesena 1 - 1 Sampdoria
06-MAR-11 Sampdoria 2 - 3 Cesena
31-OCT-10 Cesena 0 - 1 Sampdoria